საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზალია პუგლისის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო სისტემის, რეფორმებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად, NATO-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.