logo_geo
eng_logo
გენერალურ პროკურატურაში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
- +

11 თებერვალი. 2019. 15:12

 

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია მერებაშვილი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რაც საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობის მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები  ასევე გაეცნენ ინფორმაციას პროკურორთა შეფასების სისტემის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განაჩენების სტატისტიკისა და  მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner