logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: 2018 წელს რეკორდული რაოდენობის ბიუჯეტი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
- +

16 თებერვალი. 2019. 18:48

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითად აფასებს.

 

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შესრულდა. თუ ბიუჯეტის შესრულების ნაწილს თანხაში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ ყველაზე დიდი ათვისება სამინისტროს სწორედ გასულ წელს ჰქონდა – 2017 წელთან შედარებით სამინისტრომ 200 მილიონი ლარით მეტი აითვისა. ამასთან, დინამიკაში თუ შევხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სამინისტროს ათვისებული თანხის ოდენობაში მუდმივი ზრდა აქვს (2012 წელთან შედარებით, 2018 წელს 3-ჯერ მეტი თანხაა ათვისებული). ზოგადად, 2018 წელს უკვე რეკორდული რაოდენობის ბიუჯეტი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

 

ინფრასტრუქტურა და რეგიონები რომ ხელისულების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ამას ადასტურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი. მაგალითისათვის, 2012 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი ფაქტობრივად გასამმაგებულია, ხოლო წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი და 2 მილიარდ ლარს შეადგენს (2012 წელს იყო 655 მილიონი ლარი)“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×