logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა
- +

16 თებერვალი. 2019. 21:08

 

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

 

მამუკა ბახტაძისა და ალექსის ციპრასის მოლაპარაკებები მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

 

საუბრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალი, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, რასთან დაკავშირებითაც ბერძნულმა მხარემ ცალსახა მხარდამჭერი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

 

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს მთავრობის პრაგმატულ და კონსტრუქციულ მიდგომებს მიესალმება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner