logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მჯერა, რომ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ
- +

17 თებერვალი. 2019. 12:08

 

 

„ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს.

 

„70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად საუბარი საქართველოზე დავიწყე.

 

ვალერი ჟისკარ-დ'ესტენის შემდეგ საფრანგეთმა რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის.

 

ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ. საფრანგეთში ჩემი ვიზიტი ჩვენს დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner