logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები
- +

17 თებერვალი. 2019. 13:40

 

 

„უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები და ეს ძალიან ძლიერი გზავნილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოისმინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

„შავ ზღვაში საქართველოში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრები კიდევ უფრო დაგვეხმარებიან, რომ სწორედ საქართველოში გავაძლიეროთ უსაფრთხოების სისტემები, შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ შავი ზღვა იყოს დაცული უსაფრთხო და შესაბამისად - ევროკავშირი და NATO-ს წევრი ქვეყნები. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ არის რისკის შემცველი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გამოწვევა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, NATO-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებში, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი. საქართველო წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული კონფერენცია საქართველოსთვის, ჩვენი დელეგაციისთვის“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×