logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა
- +

17 თებერვალი. 2019. 14:41

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტომას პეტრიჩეკთან.

 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ბრწყინვალე პოლიტიკურ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, რასაც პოლიტიკურის გარდა გააჩნია პრაქტიკული განზომილებაც ჩეხეთის დახმარების პროგრამის სახით.

 

აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის აუცილებლობაც, როგორც ფორმატის ფარგლებში მიღწეული შედეგების, ასევე სამომავლო  გეგმების დასახვის თვალსაზრისით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხი კოლეგა მიიწვია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლსითავს ეძღვნება.

 

მინისტრმა ჩეხ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქრთველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტებისა და აქტიური კონტაქტების მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

 

საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner