logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: ცრუ ამბების დიდი სიაა, რომელიც უფრო გაიზრდება და დაბინძურდება
- +

14 მარტი. 2019. 22:43

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ცრუ ამბების დიდი სიაა, რომელიც მისი თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება და დაბინძურდება.

 

,,გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატურა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და ასამართლებენ მძიმე ბრალდების გამო. გირაოთი გამოუშვეს. სასამართლო წინაა. აბაზოვი განაცდურის ანაზღაურებას თხოულობს, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. "რუსთავი 2" კი გვამცნობს რომ თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს და ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს - ITV.ge, ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე. ფეიკების დიდი სიაა, ვფიქრობ ეს სია უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც“, - წერს გია ვოლსკი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×