logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
- +

15 მარტი. 2019. 02:32

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.

 

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეხვდა სომეხ კოლეგას არმენ სარქსიანს, სადაც სალომე ზურაბიშვილის გაცილების ცერემონია გაიმართა.

 

მხარეებმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერთან და ეროვნულ ასამბლეაში გამართული შეხვედრები შეაფასეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა გააცილა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×