logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს NATO-ს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ
- +

25 მარტი. 2019. 15:22

 

 

„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს NATO-ს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და ინტეგრაციის პროცესის მიმართ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და NATO-ს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

 

„გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო  თანდათანობით დაუახლოვდება NATO-ს და ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავხდებით NATO-ს წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

 

„გვქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი კონფერენციის ფორმატში არჩევნებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ  კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები.

 

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები 2012 წლის შემდეგ და შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ, კიდევ უფრო  მეტად უნდა განვავითაროთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×