logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ოპოზიციის მიერ პარლამენტში კობა გვენეტაძის მოწვევა მასზე თავდასხმის სურვილითაა განპირობებული
- +

25 მარტი. 2019. 15:23

 

 

„ოპოზიციის მიერ პარლამენტში კობა გვენეტაძის მოწვევა განპირობებულია მასზე თავდასხმის სურვილით, ვიდრე ჩვენი მოქალაქეებისთვის საცალო ვაჭრობაში წარმოშობილ შეზღუდვებზე დარდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

 

„ახალი საბანკო რეგულაციები 1 იანვარს ამოქმედდა. ვფიქრობ, რომ სულ მცირე 6 თვე უნდა გავიდეს, რათა რაღაც დონის ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საცალო ვაჭრობის დონეზე ეკონომიკური აქტივობა შემცირდებოდა. როცა შემოსავალი არა გაქვს, ბანკი აღარ გაძლევს სესხს და როცა სესხს ვერ იღებ, არ გაქვს კაპიტალი, რომ საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნივთი შეიძინო. ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა რეგულაციების ამოქმედებიდან სამი თვეც არ არის გასული, რაც დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის ძალიან მცირე დროა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს იბარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner