logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ვისურვებდი, რომ პარლამენტის რეგლამენტი ყოველთვის იყოს დაცული
- +

25 მარტი. 2019. 15:24

 

 

„თუ პარლამენტი იქნება სუსტი და რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს არ გამოიყენებს, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლების ორივე შტო იქნება მოშვებული“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის ახალი რეგლამენტის შეფასებისას განაცხადა.

 

„ჩვენ ამ რეგლამენტში შევინარჩუნეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, შევიტანეთ ზედამხედველობის წესი და უცვლელად გადმოვიტანეთ პარლამენტის კონტროლი, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილზე, რომელიც იყო მაშინ ჩემი ინიციატივით მომზადებული და ეს იყო კარგი პრეცედენტი, ისევე როგორც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარსადგენ ანგარიშებზე, ისევე როგორც ამ რეგლამენტმა ახლებურად მოაწესრიგა მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან. ეს კარგია, როცა პარლამენტი ჰგავს პარლამენტს და აკონტროლებს მთავრობას და თუ პარლამენტი იქნება სუსტი და რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს არ გამოიყენებს, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლების ორივე შტო იქნება მოშვებული. ამიტომ, პარლამენტის რეგლამენტის დაცვას ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვისურვებდი, რომ რეგლამენტი ყოველთვის იყოს დაცული და არა მარტო მაშინ, როდესაც ვინმეს სურს გამოიყენოს პარლამენტის რეგლამენტის მუხლი ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ყოველთვის უნდა სცეს პატივი პარლამენტმა იმ წესებს, რა წესებითაც მუშაობს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×