logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად „NATO-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო
- +

25 მარტი. 2019. 16:09

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „NATO-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

 

მთავრობის მეთაური და NATO-ს გენერალური მდივანი „NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასგან სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნულ ბრიგადასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინეს. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და NATO-ს გენერალური მდივანი ასევე შეხვდნენ საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელსაც „JTEC“ 18-29 მარტს მასპინძლობს, 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. „NATO-საქართველოს სწავლება 2019“ პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner