logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო NATO-სთვის უნიკალური პარტნიორია და ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას
- +

25 მარტი. 2019. 17:11

 

 

„მოხარული ვარ მამუკა ბახტაძესთან ერთად NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მონახულებით, ჩემთვის პატივია ვეტერან და მოქმედ სამხედროებთან შეხვედრა“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი „TWITTER“-ში წერს.

 

იენს სტოლტენბერგი დღეს „NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

 

„მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მონახულებით და ჩემთვის პატივია ვეტერან და მოქმედ სამხედროებთან შეხვედრა. საქართველო NATO-სთვის უნიკალური პარტნიორია და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას“, - წერს იენს სტოლტენბერგი.

 

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ოფიციალურ შეხვედრები კი დღეს დაიწყო. იენს სტოლტენბერგი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა, ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×