logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან
- +

25 მარტი. 2019. 17:49

 

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროს, რომ საქართველი აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

ზალკალიანის თქმით, აღნიშნული ვიზიტი იყო უაღრესად საჭირო და სასარგებლო.

 

„ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

 

ვისაუბრეთ ყველა ძირითად საკითხზე, მათ შორის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან მიმართებაში, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

 

ეს თემა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში NATO-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში. ზეგ ბრიუსელში NATO-საქართველოს საბჭოს ფარგლებში სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში მექნება მსჯელობა.

 

მთლიანად NATO-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იყო აღქმული მოახლოებული NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში. გზავნილი, რომ საქართველო არის NATO-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ ადგილზე, მიანიშნებს რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ პოლიტიკაზე იქნება საუბარი უახლოესი დღეების განმავლობაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს გუშინ ეწვია. მისი ვიზიტი დღეს დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×