logo_geo
eng_logo
ირინე ფრუიძე: ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ “ეთიკის კოდექსი“ ამუშავდეს და იყოს ეფექტიანი
- +

25 მარტი. 2019. 19:46

 

 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე  ეუთო/ოდირ-ის დემოკრატიული მმართველობის ოფიცერს ჯაკოპო ლეონეს შეხვდა, სადაც ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებაზე და მისი დებულების შემუშავებაზე იმსჯელეს.

 

„ოდირი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის წევრის „ეთიკის კოდექსის“ შემუშავების პროცესში. ახლა, როდესაც ეთიკის კოდექსი მიღებულია, ჩვენ მათგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი  მხარს დაუჭერენ ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებას, საბჭოს დებულების შემუშავებას და ასევე, ტრენინგის სისტემის შემუშავებას. ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსი ამუშავდეს და იყოს ეფექტიანი. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ოდირ-ის დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღიარებენ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს პარლამენტისთვის, რომ ჩვენ მივიღეთ „ეთიკის კოდექსი“ და ვაყალიბებთ ეთიკის საბჭოს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×