logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტები მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს ინიცირებული
- +

26 მარტი. 2019. 12:37

 

„სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტები მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს ინიცირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ გეგმასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, რომელიც მეოთხე ტალღის რეფორმასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კონკრეტულ გეგმას წარვადგენთ, რომელიც საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, პარლამენტის მიერ. ჩვენ პოლიტსაბჭოს ფორმატში გავაკეთეთ განცხადება, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გვინდა მეოთხე ტალღის დასრულება, ეს ნიშნავს იმას, რომ მაისის შუა რიცხვებში უკვე უნდა იყოს ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტები. თემები არის გამოკვეთილი, რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებას, თითქმის ბოლომდეა ეს პროცესი მიყვანილი, რაც შეეხება სასამართლოს გადატვირთულობას, აქ შეგვიძლია, სწრაფი ტემპით მოვამზადოთ კანონპროექტი, რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საბჭოს, ამასთან დაკავშირებითაც შევიმუშავებთ კანონპროექტებს. მაისის შუა რიცხვებში უკვე შეგვიძლია, ფართო ჩართულობით წარვადგინოთ ეს კანონპროექტები და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდება ივნისის ბოლომდე ამ დოკუმენტების მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×