logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „სამართლიან არჩევნებზე“: ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ
- +

26 მარტი. 2019. 12:42

 

„ჩვენ მიჩვეული ვართ ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.

 

„ვერ გეტყვით, აქვს თუ არა საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას. ბუნებრივია, ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს, მაგალითად, ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნები“ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში ადგილი ჰქონდა შესაძლო პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×