logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჟენევის დისკუსიების ფორმატი უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს
- +

26 მარტი. 2019. 14:17

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი „უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს“.

 

აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ამჯერად „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი უნდა შეიცვალოს უფრო მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით. ჩვენ არ შეგვიძლია გადავჭრათ ჩვენი კონფლიქტი იმ ფორმატით, რომელიც უბრალოდ ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×