logo_geo
eng_logo
„არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ეუთო-სთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება“
- +

26 მარტი. 2019. 14:18

 

 

„არაერთხელ გამოვხატეთ იმის მზადყოფნა, რომ ეუთო-სთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე ვიზრუნებთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაძლევაზე“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას,  იყო თუ არა მითითება NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ არჩევნებთან მიმართებაში ეუთო-ს დასკვნით ეხელმძღვანელათ.

 

„ერთ-ერთმა ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დასვა საკითხი არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენმა მეგობარმა გასცა ძალიან დიპლომატიური პასუხი. რა თქმა უნდა, ზოგადად ეუთო-ს დასკვნა და რეკომენდაციები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მათთან კონსულტაციების, თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე, ვიზრუნებთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაძლევაზე. უკვე ვთქვი ერთხელ და კიდევ გავიმეორებ, არავის არ მოგვეწონა ის, თუ რა გარემოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ბევრად უკეთესი და ამაზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით, ასევე პრაქტიკაში არსებული გამოვლენილი ხარვეზების დაძლევის კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×