logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში კარგად ხვდებიან, რომ NATO-სკენ სწრაფვა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის
- +

26 მარტი. 2019. 14:18

 

„მაქვს განცდა და მოლოდინი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების და ხალხის NATO-სკენ სწრაფვა, ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

სესიაშვილის თქმით, საქართველოს მილიტარისტულ განწყობებთან დაკავშირებით სეპარატისტული რეჟიმის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

 

„სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ NATO და ევროკავშირი ეს ის ჩვენი საერთო ოჯახია, სადაც ჩვენ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ერთად თანაცხოვრება გვექნება.

 

ამიტომ, პირველ რიგში, მაქვს განცდა და მოლოდინი, რომ იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის NATO-სკენ სწრაფვა საერთო ინტერესებში შედის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ, მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას ოკუპირებულ სოხუმში გამოეხმაურნენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ „სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოს მილიტარისტულ განწყობებს ასაზრდოებს“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×