logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ფორმატზე შევჯერდებით
- +

26 მარტი. 2019. 14:20

 

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსულტაციები.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ მაია ცქიტიშვილი იყო მობრძანებული პარლამენტში. მან გასცა პასუხი ყველა კითხვას. არ დარჩა არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ანალოგიურად ალბათ კობა გვენეტაძესაც შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება. არის კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ეს პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×