logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

26 მარტი. 2019. 15:29

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტები განიხილეს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, რასაც ორივე მხარე მიესალმა. ანრი ოხანაშვილმა ავსტრიელ დიპლომატს ავსტრიის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების ინიციატივა გააცნო, რაზეც არად ბენკომ მხარდაჭერის და დახმარების მზაობა გამოთქვა.

 

„ავსტრია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. იგი საქართველოს ბევრი მიმართულებით მტკიცედ უჭერს მხარს და ეს შეეხება როგორც ტერიტორიების არაღიარების საკითხს და დეოკუპაციის მიმართულებას, ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. შეხვედრაზე ელჩს ავსტრიის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივა გავაცანი. არად ბენკო მიესალმა ჩვენი კომიტეტის ინიციატივას და ავსტრიის მხარესთან კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობაზე მხარდაჭერა აღგვითქვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner