logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ვთავაზობ თითოეულ ადამიანს, ვისაც ბავშვის კოდექსის მიმართ ინტერესი აქვს, დასვან კითხვები და მიიღებენ პასუხებს
- +

26 მარტი. 2019. 15:35

 

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მზადყოფნას აცხადებს, პასუხი გასცეს თითოეულ კითხვას, რომელიც დაინტერესებულ პირებს ბავშვის უფლებათა კოდექსის მიმართ გაუჩნდებათ.

 

„კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ.

 

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით.

 

კონფესიებს შეეძლებათ ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს.

 

და მე მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული?

 

საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს  და არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, არასწორი შთაბეჭდილება დარჩათ. ვთავაზობ თითოეულ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს, ონლაინ პირდაპირ ჩართვას facebook-ზე, კონკრეტული კითხვები დასვან და მიიღებენ კონკრეტულ პასუხებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის წარდგენისას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner