logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანაში მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია თავისუფლება
- +

15 აპრილი. 2019. 00:26

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას  ხელისუფლების  მიღწევებს ახსენებს. მის თქმით, ეს მიღწევები არის ძალიან მყარი საფუძველი ქვეყნის სწრაფად განვითარების. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და ყველას, მთავარი მიღწევები ჩვენი ხელისუფლების და ქართული ოცნების არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანაში მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია თავისუფლება. ეს ყველაფერი არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს ძალიან სწრაფი განვითარება. მე შეგახსენებთ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო, აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო თავისუფლების კუთხით, მშვიდობის, სტაბილურობის თვალსაზრისით.

 

მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მე პრაქტიკულად არ მახსენდება და გამახსენეთ თუ შეიძლება, წელიწადი 1 წელი მაინც სიმშვიდის არ იყო. გამახსენეთ მაშინ თუ ვინმეს ჰქონდა აღქმა თავისუფლების ამ ქვეყანაში? ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს იყო შიში და ტერორის წლები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×