logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: პარტიაში რაც ხდება, ეს ჩვენ შიგნით გადასაწყვეტი საკითხებია და არაფრით უკავშირდება მოსახლეობის ბედს
- +

15 აპრილი. 2019. 02:09

 

 

,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა ,,იმედი live"-ს ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები, შიდა საკითხებია და ეს ქვეყნის ბედზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

 

„ნებისმიერ პარტიაში ხდება ძველი წევრების გასვლა, ხან ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ, ეს არის ბუნებრივი პროცესი. თვითონ ის ფაქტი, რომ მთელი, ასე ვთქვათ კვირა და კვირეები და თვეები და წლების შეიძლება ასეც ითქვას, დისკუსიები მიმდინარეობს არა იმაზე თუ როგორ ვუშველოთ სიღარიბეს, უმუშევრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დაგროვდა, ჩვენ დროს ვუთმობთ ვინ გავიდა, ვინ დარჩ. თუ შეიძლება, დავფიქრდეთ ერთი წამით, რა ხდება თუნდაც ჩვენ მთავარ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ოპოზიციურ პარტიად წოდებულ მოძრაობაში. ჩვენ შიგნით რა ხდება ეს ჩვენ შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხებია, ეს არაფრით არ ეხება მოსახლეობას და მათ ბედს, არაფრით არ უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის ბედს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×