logo_geo
eng_logo
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი
- +

15 აპრილი. 2019. 11:06

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე განიხილავენ და კომისიის რეკომენდაციები პროექტში ასახული იქნება.

 

„საუბარი და ინსინუაციები, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, არ არის სწორი. პროექტი ვენეციის კომისიაში სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებით გაიგზავნა და დასკვნა ხვალ იქნება ცნობილი, რომელსაც განვიხილავთ და პლენარულ სხდომაზე ავსახავთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×