logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „დაიცავი საქართველოს“ ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი
- +

15 აპრილი. 2019. 12:08

 

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „დაიცავი საქართველოს“ პოლიტიკურ შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

„ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოძრაობას ჰყავს ლიდერები, რომლებიც „მინუს პროცენტებში“ იმყოფებიან და რომლებიც ვერც ერთი პარტიიდან ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

 

ირაკლი კობახიძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებზეც საუბრობს.

 

„3%-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტიები. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი, ეს წაადგება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებას, თუმცა, ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია შეიტანს წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი, როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია 3 %-ზე ასვლაც არის ძალიან ძნელი. არ მინდა სიღრმეებში ჩავიდე, მაგრამ რა თქმა უნდა ხშირად ჭარბობს სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით და ამის ნაკლებობაც იქ არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner