logo_geo
eng_logo
შელაპარაკება მამუკა მდინარაძესა და ლევან სამუშიას შორის...
- +

15 აპრილი. 2019. 12:58

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დაახლოებით ორი საათია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგში შეტანის საკითხზე მსჯელობენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ ლევან სამუშიას შორის შელაპარაკება მოხდა.

 

მდინარაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს შალვა შავგულიძეს და ლევან სამუშიას მიმართა, თუ რატომ არ იყო პრობლემა და რატომ არ გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, როცა პრეზიდენტი თავის დროზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის და წესების გარეშე წარუდგენდა, პროცესი არ ექვემდებარებოდა კრიტერიუმებს და ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კანცელარიის თანამშრომლებს სთავაზობდა.

 

მდინარაძემ აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში პარლამენტი არ ყოფილიყო ჩართული, ეს პოზიცია უმრავლესობამ არ გაითვალისწინა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა პარლამენტში დისკუსიის საგანია.

 

მამუკა მდინარაძეს გამოსვლა ლევან სამუშიამ გააწყვეტინა და მიმართა, რომ დღესაც ხდება ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტს კვლავ მესარდაფეებმა უნდა წარუდგინონ.

 

„რამდენიმე წელია ხართ უმრავლესობაში და თუკი რაიმე პროცედურა იყო შესამუშავებელი, აქამდე შეგემუშავებინათ და აქამდე მიგეღოთ კანონი, რომლის მიღებაც საჭირო იყო“, - მიმართა სამუშიამ მამუკა მდინარაძეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner