logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ყოფილი მომხრეები არსებობენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც
- +

15 აპრილი. 2019. 15:59

 

„ყოფილი მომხრეები არსებობენ არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როცა ყოფილი მეგობრები და მეუღლეები ერთმანეთს სცილდებიან და კონკრეტულ საკითხებზე კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილს გამართულ შეკრებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ვოლსკის თქმით, ხელისუფლებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ პრაგმატული და ლოიალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.

 

„არის საზოგადოება, რომელსაც პოზიტიური განწყობა არ აქვს იმის მიმართ, რასაც ხელისუფლება სასამართლოსთან მიმართებაში აკეთებს. ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდა, საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აძლევს და თავი ერთადერთ ავტორიტეტად წარმოუდგენიათ. საჭიროა მეტი ინფორმაცია და პროფესიონალური ანალიზი. ხელისუფლება სიტუაციას სიღრმისეულად აანალიზებს და ამაზე ვრცლად, გულახდილად ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×