logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: ბულგარეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორია
- +

16 აპრილი. 2019. 11:01

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, ბულგარეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რუმენ რადევთან და პრემიერ-მინისტრთან ბოიკო ბორისოვთან.

 

შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო - ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურის სფეროებს ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობას და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს.

 

ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე.

 

„ბულგარეთთან ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ასეთი დონის ვიზიტები ხელს უწყობს და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ შორის არსებულ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან სფეროში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner