logo_geo
eng_logo
ლევან ჟორჟოლიანი: არასწორია ოპოზიციის განცხადება, თითქოს ბექა ოდიშარიას 200-ათასიანი ქონება რამდენიმე მილიონში გავუცვალეთ
- +

19 აპრილი. 2019. 18:03

 

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი არასწორს უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოდიშარიას ფაქტობრივად ქონება აჩუქეს და 211 ათას ლარში რამდენიმე მილიონის ქონება გაუცვალეს. მისივე თქმით, ეს არ არის ქონების ჩუქება და ამაზე საკრებულოში  თემატური მსჯელობა გაიმართა. ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ადგილმონაცვლეობის პრეცედენტები მუნიციპალიტეტს ადრეც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ამჯერად ოპოზიცია საქმეში პარლამენტარის სახელის გამო აპროტესტებს ამ შეთანხმებას.

 

„უნდა შეგახსენოთ, რომ ასეთი პრეცედენტები გვქონდა, როდესაც მნიშვნელოვანი იყო შეგვენარჩუნებინა ლანდშაფტი. სხვა შემთხვევებში საკითხის განხილვისას, ოპოზიცია საერთოდ არ გვინახავს. რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას ეხება, ოპოზიცია აქტიურობს და ყურადღებას ამახვილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხს არავინ მიაქცევდა ყურადღებას და ეს იქნებოდა მორიგი გაცვლა, რომლის კენჭისყრასაც ოპოზიცია საერთოდ არ დაესწრებოდა. ეს ყველამ კარგად ვიცით,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა ასეთი საკითხების გადაწყვეტის პრაქტიკა. მისი თქმით, როდესაც ქალაქი რაიმე საკითხს მიზანშეუწონლად თვლის და კანონიერ მესაკუთრეს უზღუდავს მშენებლობის უფლებას, საქმის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

 

„პირველი - არის ადგილმონაცვლეობა, რასაც ვაკეთებთ, მეორე - მესაკუთრის მხრიდან ქონების ჩუქება მუნიციპალიტეტისთვის, მესამე - საქმეში პროკურატურის ჩართვა და ქონების წაართვა. ჩვენ ვირჩევთ სამართლებრივ გზას და ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმებას ვაფორმებთ. დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების დროს ამ საკითხს ბევრად უფრო მარტივად გადაწყვეტდნენ და სიმბოლურ თანხად აჩუქებინებდნენ მიწის ნაკვეთს, ან ამ კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას და მაინც მოუწევდა მესაკუთრეს  მიწის დათმობა,“- დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×