logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა
- +

19 აპრილი. 2019. 18:20

 

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი 33 ორგანიზაცია შეამოწმა (მათ შორის 32 გეგმით გათვალისწინებული,  1 - არაგეგმიურად).

 

რიმა ბერაძის განმარტებით, სარევიზიო კომისია საქმიანობას ახორციელებს  კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა (რევიზორთა) მეშვეობით, რომლებიც შესამოწმებელი ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მათი ფინანსური საქმიანობის შემოწმება-ანალიზს ახორციელებენ. შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილება.

 

საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიას სულ გამართული აქვს 23 სხდომა, რომელზეც კომისიის წევრებმა 50 საკითხი განიხილეს. რიმა ბერაძის თქმით, კომისიის სხდომაზე განხილული შემოწმება-ანალიზის დასკვნები შემდგომი რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში გაიგზავნა.

 

„2018 წლის განმავლობაში სარევიზიო კომისიამ წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ორგანიზაცია შეამოწმა, შემოწმება-ანალიზის დასკვნები მოამზადა და რეკომენდაციებიც გასცა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარევიზიო კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს შემოწმებული ორგანიზაციები ითვალისწინებენ და შესაძლებლობის შემთხვევაში  კომისიის სხდომის გამართვამდეც კი ასწორებენ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

საკრებულოს რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტისა და სარევიზიო კომისიის 2014 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner