logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილეს
- +

20 აპრილი. 2019. 02:10

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილეს.

 

სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კომისიის 2018 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

 

დღეს სხდომაზე დედაქალაქის მერიის, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს. გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო, რომელიც სტრუქტურული ერთეულებიდან, რაიონის გამგეობებიდან და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მომზადდა.

 

გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კომერციულ ბანკში კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიზნით, საკრედიტო ხაზის ლიმიტის 12 მილიონი ლარით გაზრდას მისცეს თანხმობა და ამასთანავე, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესში სკრინინგსა და ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

 

სხდომაზე ასევე თბილისის ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს და სსიპ ,,თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის’’ ლიკვიდაციას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

 

საკრებულოს წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას, ასევე რამდენიმე მოქალაქისთვის საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად დაკანონებას დაუჭირეს მხარი.

 

დეპუტატების გადაწყვეტილებით, დღესვე რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტები და დავალებები დამტკიცდა,

 

საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×