logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლაზე უარი უთხრეს
- +

23 აპრილი. 2019. 14:47

 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინაში დაბრუნების იმედი გაუჩნდა, ქვეყანაში შესვლაზე ისევ უარი უთხრეს.

 

როგორც უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, სააკაშვილს არ გააჩნია ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება.

 

„აღნიშნულმა პირმა 2017 წლის სექტემბერში პოლონეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების მიერ დასტურდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააკაშვილის მიმართ ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მას უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე ეკრძალება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×