logo_geo
eng_logo
გოტფრიდ ჰანე: ვაფასებ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას
- +

23 აპრილი. 2019. 16:03

 

გაერო-ს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო.

 

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები და შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.

 

ცენტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე 30 მკგ/დლ-ს აღემატებოდა და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

 

მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

 

„მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი(UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner