logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მათი უტიფრობა იქამდე მივიდა, რომ გაბედეს და 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს შეადარეს
- +

23 აპრილი. 2019. 17:30

 

ექსპერტ გია აბაშიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ

 

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი კოლეგების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქართული მედიასაშუალებების მეშვეობით ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ

 

„სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების დაკავშირება უნდოდათ მაჩალიკაშვილის საქმესთან. იყო სხვა პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციები, რომლებიც ერთი-ერთში ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და მათ პოლიტიკურ ნარატივში, რომ ქვეყანა არის ჩამოშლილი, არაფერი მუშაობს, აპოკალიპტური სურათია დახატული და ყველაფერი ბრალდება ხელისუფლებას, რაღაც კერძო ინტერესებს და არაფერი არ არის ნათქვამი ამ ჰესების დადებით მხარეებზე“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არაჯეროვნად განხორციელდა, მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში ერთ წელზე მეტია დესტრუქციული, ცრუ მოვლენების და სიტუაციის დახატვის მცდელობა დაიწყო.

 

„როდესაც საქმე გვაქვს ასეთი დესტრუქციული, პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ და ხაზგასმით ვამბობ, მათი სიტუაციური და თემატური მოკავშირეების დესტრუქციულ ნარატივებთან, რას ვხედავთ რეალურად - კვირა დღის საღამოდან დღემდე გრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობისთვის განმარტება - რა არის ეს ჰესი. ამას სპეციალისტებიც ლაპარაკობენ. უმჯობესი იქნებოდა, ასეთი ხანძრების გაჩენამდე, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი მინისტრი ვიცე -პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით, მოხდეს მისი პრევენცია და ჯეროვანი ფართო საინფორმაციო კამპანია“, - აცხადებს გია აბაშიძე.

 

მისი თქმით, ბუნებრივია, ყველას აქვს არჩევანის და გამოხატვის უფლება, თუმცა, ყოველთვის იმ სურათის შექმნა, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ხელისუფლება ჩამოშლილია, მიმდინარეობს ტოტალური ეროზია, არაფერი არ მუშაობს და ასეთ სიტუაციაში რაღაც რევოლუციური განწყობები, რევანშისტული განწყობების შექმნა, საკმაოდ მოქმედებს საზოგადოებაზე.

 

„ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა, ხარშილაძემ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო, ისიც თქვა, რომ თურმე პანკისის ხეობაში არ შეიძლებოდა პოლიციის შესვლა, იმიტომ, რომ ხეობის მოსახლეობა შეიარაღებულია. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, მან შეურაცხყოფა მიაყენა მოსახლეობას. მათი უტიფრობა იქამდე მივიდა, რომ გაბედეს და 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს შეადარეს“, განაცხადა აბაშიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×