logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შუამავლის როლში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ გამოადგებათ
- +

25 აპრილი. 2019. 16:27

 

„ჩვენ ორივე პარტიასთან, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად და გამარჯვებისთვის მზად ვართ,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ ორ პარტიას შორის კონფლიქტში „ქართული ოცნება“ შუამავალი ვერ იქნება.

 

„თუ კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთთან შეუთანხმებლობა და კონფლიქტი აქვთ, შუამავლის როლში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ გამოადგებათ. ჩვენ ორივე პოლიტიკურ პარტიასთან კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად და გამარჯვებისთვის მზად ვართ. ასე რომ, მათ არჩევნების დღეს ველოდებით“,-  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია. ბობოხიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი შეთანხმება არ დარღვეულა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×