logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკის შესამცირებლად კონკრეტული გეგმები დავსახეთ
- +

25 აპრილი. 2019. 17:17

 

„კონკრეტული სამოქმედო გეგმები დავსახეთ, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ საგრძნობლად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკა ევროპულ ქვეყნებში და არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თეა წულუკიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში.

 

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ის დიდი მონაპოვარი იყოს შენარჩუნებული, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გადაადგილებასთან დაკავშირებით გააჩნია. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ წუხილზე, რომელიც პარტნიორი და წევრი ქვეყნებისგან მოდის, სახელმწიფო დაუყოვნებლივ რეაგირებს.

 

„იყო გარკვეული ქვეყნების მხრიდან წუხილი თავშესაფრის მაძიებლის სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებებიც არის ადეკვატური. გუშინ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისრის წარმომადგენელთან, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ უწყებაში, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. კონკრეტული სამოქმედო გეგმები დავსახეთ. ამაზე მომავალში აუცილებლად გვექნება საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიწვევს და შედეგად მოჰყვება ის, რომ შემცირდება საგრძნობლად თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკა ევროპულ ქვეყნებში და არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×