logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა... დარწმუნებული ვარ, კაცურ პასუხს გავცემთ!
- +

14 მაისი. 2019. 21:35

 

 

„სააკაშვილმა ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და დარწმუნებული ვარ, მას კაცურ პასუხს გავცემთ, ისე, როგორც ხულოსა და ხულოელებს ეკადრებათ“, – ასე გამოეხმაურა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც ხულოს მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლქვაძეს ცოლი ხულოს სამხატვრო გალერეაში თანამშრომლად ჰყავს გაფორმებული და გაოცება გამოხატა ხულოში გალერეის არსებობაზე.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფსიქიატრიულები რომ გაუქმდა საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, ხალხო. სამხატვრო გალერეა და ხულო, რა კავშირშია ერთმანეთთან“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილის განცხადებას თორნიკე რიჟვაძე ხულოს სამხატვრო გალერეიდან გამოეხმაურა.

 

„დღეს მაინც ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის, ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი. ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად, სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ გავცემთ ადეკვატურ პასუხს 19 რიცხვში. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და დარწმუნებული ვარ, მას კაცურ პასუხს გავცემთ, ისე, როგორც ხულოსა და ხულოელებს ეკადრებათ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×