logo_geo
eng_logo
ცესკო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

15 მაისი. 2019. 11:14

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკო-ს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner