logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ისინი ჩაატარებენ შეხვედრას
- +

15 მაისი. 2019. 11:46

 

„უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, უმრავლესობაშივე და პარტიის შიგნით ვსვამთ ამ კითხვებს“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს, პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მისვლაზე.

 

„ჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია. ჩვენ, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ და მათ ვესაუბრებით მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყო. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და შესაბამისად, ისინი ჩაატარებენ შეხვედრას. ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება, ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ მისგან რაღაც ინფორმაცია სჭირდება. ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს და პრობლემურს ვერ ვხედავთ. უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, უმრავლესობაშივე ვსვამთ ამ კითხვებს და პარტიის შიგნით, გვაქვს სხვადასხვა ფორმატები, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner