logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია რიგაში, ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა
- +

15 მაისი. 2019. 12:20

 

​საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია რიგაში, ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო დროშებს და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.

 

​საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×