logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მმართველი გუნდი არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს, ეს ჩვენი სამარკო ნიშანია
- +

15 მაისი. 2019. 13:15

 

 

„მმართველი გუნდი არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს, ეს ჩვენი სამარკო ნიშანია“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

 

„ჩვენ უზრუნველვყოფთ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ეს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა ყველა იმ არჩევნებზე, რომელიც ჩვენ გავიარეთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო და არის კიდევ ერთი ნათელი დასტური რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ნეიტრალური. სწორედ შს სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა ყველა ფაქტზე, შესაძლო დარღვევაზე ოპერატიული რეაგირება. ამას აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა არნახული ოპერატიული რეაგირება შს სამინისტროს მხრიდან და ასევე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც შესაძლოა კანონი დაარღვია. ამ მიდგომით გააგრძელებს შს სამინისტრო მუშაობას. ამ მიდგომით ვაგრძელებთ გუნდი მუშაობას, რომ ყველა შესაძლო დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება და ჩვენ ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი სამარკო ნიშანი არჩევნების მშვიდ, ტრანსფარენტულ გარემოში ჩატარება. გუშინ მომხდარ ინციდენტზეც ოპერატიული რეაგირება მოახდინა შსს-მ, დაკავებულია ერთ-ერთი პირი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ყველა პირის მიმართ განუხრელად პოლიტიკური კუთვნილებისა, თუკი გამოიკვეთება რაიმე სახის დარღვევა იქნება ოპერატიული რეაგირება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

რაც შეეხება შს მინისტრის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ოხანაშვილის თქმით, გიორგი გახარიას ევალება დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

 

„გიორგი გახარიას ჩაბარებული აქვს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება განურჩევლად რეგიონისა, შესაბამისად, მისი ამოცანაა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება არა რომელიმე რეგიონში, არამედ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ გიორგი გახარიას მუშაობამ უზრუნველყო საპრეზიდენტო არჩევნებზე ის, რომ შს სამინისტრო იყო ნეიტრალური, ოპერატიული და მოახდინა რეაგირება და პირების პასუხისგებაში მიცემა განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. ასე წარიმართება ეს პროცესიც“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს ჩატარდება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner