logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: შესაძლოა, კონკრეტული პირი მინისტრად დაინიშნოს ან გათავისუფლდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა
- +

15 მაისი. 2019. 13:40

 

„გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოლიტიკური შეფასება გაკეთდა, ეს სავსებით საკმარისია, რომ ამ პროცესს მეტი დრამატიზება არ მივანიჭოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და დეპუტატთა ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„არ ვფიქრობ, რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი კიდევ აქტუალური იყოს. გიორგი ქობულიაზე სამთავრობო გუნდიდან კონკრეტული განმარტებები გაკეთდა, ვისი უშუალო პრეროგატივაც არის კონკრეტული პირების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი. პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. შესაბამისად, ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ამ პროცესს მეტი დრამატიზება არ მივანიჭოთ. ეს ნორმალური პროცესია. შესაძლოა, კონკრეტული პირი მინისტრად დაინიშნოს ან გათავისუფლდეს, პროცესი ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერი განსაკუთრებული. ამიტომ დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე ზედმეტია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა.

 

ამასთან, დღეს პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით გიორგი ქობულია დეპუტატების ნაწილს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს ხვდება. დეპუტატები ყოფილი მინისტრის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ და გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებით დაინტერესდებიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×