logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია
- +

15 მაისი. 2019. 15:50

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია.

 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლატვიელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადებებისას, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველაზე დაწინაურებული ასოცირებული წევრია.

 

„პროგრესი, რასაც საქართველომ ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში მიაღწია, წარმოუდგენელია. მეტიც, გვეუბნებოდნენ, რომ არ ელოდოთ უფრო მეტს, თუმცა ჩვენ გავხდით სამეზობლო, შემდეგ პარტნიორი, ასოცირებული წევრი, დღეს კი, ვართ ყველაზე დაწინაურებული ასოცირებული წევრი. ხშირად გვაფასებენ გაცილებით განვითარებულად, ვიდრე სხვა ასოცირებულ წევრებს. ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ განსაზღვრებებს, არამედ იმას, თუ რას გვინდა მივაღწიოთ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×