logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა საკუთარ გეგმას პარლამენტში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში წარადგენს
- +

15 მაისი. 2019. 17:11

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიწვევით, პარლამენტში მისვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

 

მისი თქმით, ის კომიტეტის სხდომაზე უწყების მუშაობის გეგმას წარადგენს.

 

„აუცილებლად მივალ პარლამენტში. ჩვენ ვისაუბრეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომან კაკულიასთან. ლოგიკური იყო მიდგომა მისი მხრიდან, რომ გარკვეული დრო მომეცა, როგორც ახალდანიშნულ მინისტრს, უფრო კონკრეტული ხედვა მოვამზადო და წარვადგინო პარლამენტში. ვფიქრობ, ეს შედგება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში და მე ჩემს გეგმას წარვუდგენ კომიტეტს და პარლამენტს“,- განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

 

ეკონომიის მინისტრი ყაზახეთში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დელეგაციის შემადგენლობაშია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×