logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „მე ეს ყველაფერი აბსურდი მგონია. რა გატაცებაზეა საუბარი”
- +

16 მაისი. 2019. 02:25

 

თბილისის მერი კახა კალაძე ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული, კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველაფერი.

 

თბილისის მერის განმარტებით, ზუგდიდში, სადაც მერის შუალედური არჩევნები ტარდება, ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს.

 

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. არჩევნებს რაც შეეხება, ზოგადად, უბრალოდ, ყოველთვის ერთნაირად ხდება, როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე რაღაც ვითარების დაძაბვა. შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს. მე, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველყოფთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს გავრცელებულ ჩანაწერს, რომლშიც თითქოს ზუგდიდელი ამომრჩევლის შესაძლო.მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი აცხადებს:

 

კიდევ ეთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს - კადრებია, აუდიი-ჩანაწერია - არ ვიცი, არ მინახავს - შესაბამისი რეაგირება უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×