logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარიმართოს
- +

16 მაისი. 2019. 12:11

 

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველა მხარე ვალდებულია, დაიცვას კანონი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება.

 

„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარიმართოს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ტემპერატურა არის ძალიან მაღალი და ადგილი აქვს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. ოპოზიცია უნდა შეეცადოს, რომ არჩევნები წარიმართოს დემოკრატიულად და ადგილი არ ჰქონდეს დაპირისპირებას, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე აისახება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner