logo_geo
eng_logo
„ოდირის ექსპერტთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონი მრავალეტაპიანი და გამჭვირვალე პროცედურებით აღჭურვილია“
- +

16 მაისი. 2019. 12:16

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტში, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) წარმომადგენლებს ხვდებიან.

 

შეხვედრაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ მმართველი გუნდის მომზადებულ კანონს და ამ დოკუმენტზე ეუთო-ს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს განიხილავენ.

 

„ეუთო-ს, ოდირის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით პროცედურებსა და კრიტერიუმებზე რეკომენდაციები იყო შემუშავებული ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. დღეს ამ რეკომენდაციების ავტორსა და ექსპერტს ვხვდებით. ვიმსჯელებთ და პოზიციებს გავცვლით. საბოლოოდ ექსპერტს პოზიციას მივაწვდი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი მრავალეტაპიანი და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურებით აღჭურვილია, რამაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან ამ პროცესისადმი მაქსიმალური მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი შეფასებით, პროექტი უპრეცედენტოა და მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×